Saturday, 28 February 2015
ტრენინგის მერვე დღე
- გავეცანით მოდული 6-ის აქტივობა -ს3. სადაც რესურსებიდან დავათვალიერეთ სსმ მოსწავლისთვის მომზადებული შაბლონები;
- მოვამზადეთ მოსწავლის დამხმარე რესურსი, რომელიც დამეხმარება სსმმ მოსწავლისთვის
- ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა Google Drive-ში, გამოქვეყნება ბლოგზე ბმულის სახით. პორტფოლიოს გამოქვეყნება ხდება დათვალიერების რეჟიმში.
- შემიძლია უკვე გამოქვეყნებულ საქარალდეში ცვლილებების შეტანადა ახლიდან გამოქვეყნება;
- ვისწავლეთ და დავაყენეთ ბლოგზე მთვლელი და გამოკითხვის გაჯეტი;
- გავაკეთეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა.
- დღევანდელი ნასწავლით შემიძლია გავაკეთო ახალი ბლოგი და იქ ავტვირთო ჩემი და ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები.
- დიდი მადლობა ქ-ნ ნინოს ტრენინგის ჩატარებისთვის.
ტრენინგის მეშვიდე დღე
- გავაკეთე შეფასების რუბრიკა, რომლის საშუალებითაც შევაფასებ მოსწავლეებს პრეზენტაციის დროს
- დავასრულეთ სასწავლო პროცედურები, რომელის მიხედვითაც ვიმუშავებ პროექტზე მოსწავლეებთან
- პროექტის გეგმაში შევიტანე დავალებები დიფერენციალური სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. რომლის გათვალისწინებითაც შევძლებ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან პროექტზე მუსაობას.
Sunday, 22 February 2015
ტრენინგის მეექვსე დღე
- დავიწყეთ პრეზენტაციის გეგმის დაწერა
- ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა, რასაც ვასწავლი ჩემს მოსწავლეებსაც
- Google Drive-ში ავტვირთეთ ჩვენი პრეზენტაცია
- გავეცანით სახელმძღვენელოდან მოდულ 4-ს სასწავლო ნიმუშების შექმნა და თავადაც შევქმენით
- დავალება - პროცედურების გეგმის წერა დავასრულოთ
Saturday, 21 February 2015
ტრენინგის მეხუთე დღე
- განვიხილეთ მოდული 3 - კავშირები, საავტორო უფლებების დაცვა და მათი დელეგირება, რომელსაც გავაცნობ ჩემს მოსწავლეებს.
- როგორ შევადგინო ბიბლიოგრაფია და გადმოვწერეთ მარტივი შაბლონი, ამ ჩამონაწერის შექმნა დამეხმარება მომავალშიც მოვიძიო დამატებითი რესურსები, პროექტისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მოძიებისთვის. გამოყენებული მასალის ციტირება ყველა ასაკის მოსწავლისთვის საჭირო უნარ-ჩვევაა.
- გავხსენით Gmail chat -ი მონაწილეებმა ერთმანეთი დავიმატეთ,რასაც გამოვიყენებთ ეფექტური თანამშრომლობისთვის.
- ვისწავლეთ Youtube-დან ვიდეოების გადმოწერა, რომელიც განვათავსეთ ჩვენს პროექტში. ეს კი უფრო საინტერესოს და თვალსაჩინოს გახდის ჩემს პროექტს.
- PowerPoint-ში მოვამზადეთ ჩვენი პროექტის გეგმის ნაწილი. ამ პროგრამაში ვისწავლე ფონის შეცვლა და გაფორმება.
Friday, 20 February 2015
Sunday, 15 February 2015
ტრენინგის მეოთხე დღე
- მოვისმინეთ და ვიმსჯელეთ ტრენინგის მონაწილეების მიერ მოფიქრებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
- შევიტანეთ თემატური კითხვები პროექტის ნიმუშში
- ვისწავლეთ და გავაკეთეთ ბლოგის სათაურისა და ფონის შეცვლა, ბლოგში სურათის ჩასმა
- გაჯეტების დამატება
- გავარჩიეთ მოდული 2-ის აქტივობა 3 - შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა, სადაც განვიხილეთ და ჩვენს პროექტის გეგმაშიც ჩავწერეთ პროექტის შეფასება.
- დავაარქივეთცვენი საქაღალდე და გადავგზავნეთ მეილზე
Saturday, 14 February 2015
ტრენინგის მესამე დღე
- დავასრულეთ მშობლისთვის დასამზადებელი ბროშურა
- განვიხილეთ სახელმძღვანელოდან მოდული 2-ის აქტივობა 1: სტანდარტების გათვალისწინებას და აქტივობა 2-დან მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს.
- გავეცანით 21- საუკუნის უნარ-ჩვევების სამ კატეგორიას:
- სწავლისა და ინოვაციის უნარ-ჩვევები
- საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
- სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
- დავიწყეთ გეგმაში სტანდარტისა და მიზნის გაწერა 21-ე საუკუნის სიტყვებისა და ბლუმის ტაქსონომიის ზმნების გამოყენებით, რომელიც დამეხმარება გაკვეთილის მიზნების უკეთ ფორმულირებაში.
- დავალება: პროექტისთვის მოვიფიქროთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები; გადავხედო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშებს; ესგ-დან დავწერო ჩემი თემისთვის მიზანი.
Sunday, 8 February 2015
ტრენინგის მეორე დღე
- ტრენინგის მონაწილეებმა გავაცანით ერთმანეთს არჩეული თემები;
- გავაკეთეთ პირველი დღის რეფლექსია და სამ მონაწილეს დავუკომენტარეთ პოსტები;
- გავეცანით მოდული 1-ის მე-3 და მე-4 აქტივობები, რაც მოიცავდა პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე და რას ემსახურება პროექტი;
- გადმოვწერეთ ბუკლეტის ნიმუში რის საშუალებითაც ჩვენ თვითონ მოვამზადეთ ბუკლეტის პირველი გვერდი;
- ბუკლეტის გასაფორმებლად ინტერნეტიდან გადმოვწერეთ საჭირო სურათები;
- აქ შექმნილი საქაღალდე დავაარქივეთ და გავგზავნეთ საკუთარ მეილზე.
- დავალება - მოვიფიქროთ ბუკლეტის მეორე გვერდის ტექსტი; სახელძღვანელოდან გავეცნოთ მოდულ 1-ს.
Saturday, 7 February 2015
ტრენინგის პირველი დღე
7 თებერვალს დაიწყო ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება. თავიდან გავეცანით სახელმძღვანელოს (რომლის მისამართიცაა: tpdc.ge/essentials), რა მოდულებისგან შედგებოდა. გავხსენით მოდული 1-ში გამოყენებული ფაილები: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს რუბრიკა და სხვა.
გავხსენი ახალი საქაღალდე და ჩემთვის საჭირო მასალები გადავწერე. ასევე გავხსენი ჩემი ბლოგი. საშინაო დავალება - უნდა შეგვერჩია თემა პროექტისთვის.
გავხსენი ახალი საქაღალდე და ჩემთვის საჭირო მასალები გადავწერე. ასევე გავხსენი ჩემი ბლოგი. საშინაო დავალება - უნდა შეგვერჩია თემა პროექტისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)