Saturday 28 February 2015

ჩემი პროექტის: "რიცხვის დაყოფა პროპორციულ ნაწილებად" პორტფოლიო

ტრენინგის მერვე დღე



  • გავეცანით მოდული 6-ის აქტივობა -ს3. სადაც რესურსებიდან დავათვალიერეთ სსმ მოსწავლისთვის მომზადებული შაბლონები;
  • მოვამზადეთ მოსწავლის დამხმარე რესურსი, რომელიც დამეხმარება სსმმ მოსწავლისთვის
  • ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა Google Drive-ში, გამოქვეყნება  ბლოგზე ბმულის სახით. პორტფოლიოს გამოქვეყნება ხდება დათვალიერების რეჟიმში.
  • შემიძლია უკვე გამოქვეყნებულ საქარალდეში ცვლილებების შეტანადა ახლიდან გამოქვეყნება;
  • ვისწავლეთ და დავაყენეთ ბლოგზე მთვლელი და გამოკითხვის გაჯეტი;
  • გავაკეთეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა.
  • დღევანდელი ნასწავლით შემიძლია გავაკეთო ახალი ბლოგი და იქ ავტვირთო ჩემი და ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები.
  • დიდი მადლობა ქ-ნ ნინოს ტრენინგის ჩატარებისთვის.

ტრენინგის მეშვიდე დღე


  • გავაკეთე შეფასების რუბრიკა, რომლის საშუალებითაც შევაფასებ მოსწავლეებს პრეზენტაციის დროს
  • დავასრულეთ სასწავლო პროცედურები, რომელის მიხედვითაც ვიმუშავებ პროექტზე მოსწავლეებთან
  • პროექტის გეგმაში შევიტანე დავალებები დიფერენციალური სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. რომლის გათვალისწინებითაც შევძლებ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან პროექტზე მუსაობას.

Sunday 22 February 2015

ტრენინგის მეექვსე დღე


  • დავიწყეთ პრეზენტაციის გეგმის დაწერა
  • ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა, რასაც ვასწავლი ჩემს მოსწავლეებსაც 
  • Google Drive-ში ავტვირთეთ  ჩვენი პრეზენტაცია
  • გავეცანით სახელმძღვენელოდან მოდულ 4-ს  სასწავლო ნიმუშების შექმნა და თავადაც შევქმენით
  • დავალება - პროცედურების გეგმის წერა დავასრულოთ

Saturday 21 February 2015

პროექტის გეგმის პრეზენტაცია

ტრენინგის მეხუთე დღე


  • განვიხილეთ მოდული 3 - კავშირები, საავტორო უფლებების დაცვა და მათი დელეგირება, რომელსაც გავაცნობ ჩემს მოსწავლეებს.
  • როგორ შევადგინო ბიბლიოგრაფია და გადმოვწერეთ მარტივი შაბლონი,  ამ ჩამონაწერის შექმნა დამეხმარება მომავალშიც მოვიძიო დამატებითი რესურსები, პროექტისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მოძიებისთვის.  გამოყენებული მასალის ციტირება ყველა ასაკის მოსწავლისთვის  საჭირო უნარ-ჩვევაა.
  • გავხსენით Gmail chat -ი მონაწილეებმა ერთმანეთი დავიმატეთ,რასაც გამოვიყენებთ ეფექტური თანამშრომლობისთვის. 
  • ვისწავლეთ Youtube-დან ვიდეოების გადმოწერა, რომელიც განვათავსეთ ჩვენს პროექტში. ეს კი უფრო საინტერესოს და თვალსაჩინოს გახდის ჩემს პროექტს.
  • PowerPoint-ში  მოვამზადეთ ჩვენი პროექტის გეგმის ნაწილი. ამ პროგრამაში ვისწავლე ფონის შეცვლა და  გაფორმება.