Saturday, 28 February 2015

ჩემი პროექტის: "რიცხვის დაყოფა პროპორციულ ნაწილებად" პორტფოლიო

ტრენინგის მერვე დღე



  • გავეცანით მოდული 6-ის აქტივობა -ს3. სადაც რესურსებიდან დავათვალიერეთ სსმ მოსწავლისთვის მომზადებული შაბლონები;
  • მოვამზადეთ მოსწავლის დამხმარე რესურსი, რომელიც დამეხმარება სსმმ მოსწავლისთვის
  • ვისწავლეთ პორტფოლიოს ატვირთვა Google Drive-ში, გამოქვეყნება  ბლოგზე ბმულის სახით. პორტფოლიოს გამოქვეყნება ხდება დათვალიერების რეჟიმში.
  • შემიძლია უკვე გამოქვეყნებულ საქარალდეში ცვლილებების შეტანადა ახლიდან გამოქვეყნება;
  • ვისწავლეთ და დავაყენეთ ბლოგზე მთვლელი და გამოკითხვის გაჯეტი;
  • გავაკეთეთ ბლოგზე გვერდების ჩასმა.
  • დღევანდელი ნასწავლით შემიძლია გავაკეთო ახალი ბლოგი და იქ ავტვირთო ჩემი და ჩემი მოსწავლეების ნამუშევრები.
  • დიდი მადლობა ქ-ნ ნინოს ტრენინგის ჩატარებისთვის.

ტრენინგის მეშვიდე დღე


  • გავაკეთე შეფასების რუბრიკა, რომლის საშუალებითაც შევაფასებ მოსწავლეებს პრეზენტაციის დროს
  • დავასრულეთ სასწავლო პროცედურები, რომელის მიხედვითაც ვიმუშავებ პროექტზე მოსწავლეებთან
  • პროექტის გეგმაში შევიტანე დავალებები დიფერენციალური სწავლების საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. რომლის გათვალისწინებითაც შევძლებ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან პროექტზე მუსაობას.

Sunday, 22 February 2015

ტრენინგის მეექვსე დღე


  • დავიწყეთ პრეზენტაციის გეგმის დაწერა
  • ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა, რასაც ვასწავლი ჩემს მოსწავლეებსაც 
  • Google Drive-ში ავტვირთეთ  ჩვენი პრეზენტაცია
  • გავეცანით სახელმძღვენელოდან მოდულ 4-ს  სასწავლო ნიმუშების შექმნა და თავადაც შევქმენით
  • დავალება - პროცედურების გეგმის წერა დავასრულოთ

Saturday, 21 February 2015

პროექტის გეგმის პრეზენტაცია

ტრენინგის მეხუთე დღე


  • განვიხილეთ მოდული 3 - კავშირები, საავტორო უფლებების დაცვა და მათი დელეგირება, რომელსაც გავაცნობ ჩემს მოსწავლეებს.
  • როგორ შევადგინო ბიბლიოგრაფია და გადმოვწერეთ მარტივი შაბლონი,  ამ ჩამონაწერის შექმნა დამეხმარება მომავალშიც მოვიძიო დამატებითი რესურსები, პროექტისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მოძიებისთვის.  გამოყენებული მასალის ციტირება ყველა ასაკის მოსწავლისთვის  საჭირო უნარ-ჩვევაა.
  • გავხსენით Gmail chat -ი მონაწილეებმა ერთმანეთი დავიმატეთ,რასაც გამოვიყენებთ ეფექტური თანამშრომლობისთვის. 
  • ვისწავლეთ Youtube-დან ვიდეოების გადმოწერა, რომელიც განვათავსეთ ჩვენს პროექტში. ეს კი უფრო საინტერესოს და თვალსაჩინოს გახდის ჩემს პროექტს.
  • PowerPoint-ში  მოვამზადეთ ჩვენი პროექტის გეგმის ნაწილი. ამ პროგრამაში ვისწავლე ფონის შეცვლა და  გაფორმება.

Sunday, 15 February 2015

ტრენინგის მეოთხე დღე


  • მოვისმინეთ და ვიმსჯელეთ ტრენინგის მონაწილეების მიერ მოფიქრებული მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები 
  • შევიტანეთ თემატური კითხვები პროექტის ნიმუშში
  • ვისწავლეთ და გავაკეთეთ  ბლოგის  სათაურისა და ფონის შეცვლა, ბლოგში სურათის ჩასმა

  • გაჯეტების დამატება
  • გავარჩიეთ მოდული 2-ის აქტივობა 3 -  შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა, სადაც განვიხილეთ და ჩვენს პროექტის გეგმაშიც ჩავწერეთ პროექტის შეფასება.
  • დავაარქივეთცვენი საქაღალდე და გადავგზავნეთ მეილზე

Saturday, 14 February 2015

ტრენინგის მესამე დღე


  • დავასრულეთ მშობლისთვის დასამზადებელი ბროშურა
  • განვიხილეთ სახელმძღვანელოდან მოდული 2-ის აქტივობა 1: სტანდარტების გათვალისწინებას და აქტივობა 2-დან მიმართულების მიმცემ საკვანძო სიტყვებს.
  • გავეცანით 21- საუკუნის უნარ-ჩვევების სამ კატეგორიას:
  1. სწავლისა და ინოვაციის უნარ-ჩვევები
  2. საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
  3. სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
  • დავიწყეთ გეგმაში სტანდარტისა და მიზნის გაწერა 21-ე საუკუნის სიტყვებისა და ბლუმის ტაქსონომიის ზმნების გამოყენებით, რომელიც დამეხმარება გაკვეთილის მიზნების უკეთ ფორმულირებაში.
  • დავალება: პროექტისთვის მოვიფიქროთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები; გადავხედო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშებს; ესგ-დან დავწერო ჩემი თემისთვის მიზანი.


Sunday, 8 February 2015

ტრენინგის მეორე დღე


  • ტრენინგის მონაწილეებმა გავაცანით ერთმანეთს არჩეული თემები;
  • გავაკეთეთ პირველი დღის რეფლექსია და სამ მონაწილეს დავუკომენტარეთ პოსტები;
  • გავეცანით მოდული 1-ის მე-3 და მე-4 აქტივობები, რაც მოიცავდა პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე და რას ემსახურება პროექტი;
  • გადმოვწერეთ  ბუკლეტის ნიმუში რის საშუალებითაც ჩვენ თვითონ მოვამზადეთ ბუკლეტის პირველი გვერდი;
  • ბუკლეტის გასაფორმებლად ინტერნეტიდან გადმოვწერეთ საჭირო სურათები;
  • აქ შექმნილი საქაღალდე დავაარქივეთ და გავგზავნეთ საკუთარ მეილზე.
  • დავალება - მოვიფიქროთ ბუკლეტის მეორე გვერდის ტექსტი; სახელძღვანელოდან გავეცნოთ მოდულ 1-ს.

Saturday, 7 February 2015

ტრენინგის პირველი დღე

7 თებერვალს დაიწყო ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება. თავიდან გავეცანით სახელმძღვანელოს (რომლის მისამართიცაა: tpdc.ge/essentials), რა მოდულებისგან შედგებოდა. გავხსენით მოდული 1-ში გამოყენებული ფაილები: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს რუბრიკა და სხვა.
გავხსენი ახალი საქაღალდე და ჩემთვის საჭირო მასალები გადავწერე. ასევე გავხსენი ჩემი ბლოგი.  საშინაო დავალება - უნდა შეგვერჩია თემა პროექტისთვის.